მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლემ ახლახან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სალომეს ახლად ნაყიდი მანქანა ჩანს. გადავწყვიტეთ, მომღერალს დავკავშირდებოდით და ახალი შენაძენის დეტალები გაგვეგო.
სალომე ბაკურაძე:
2015 წლის „რავ 4“ შევიძინეთ და ამ წამს გამოვედი ცენტრიდან, არც კი დამაცადეთ გამოსვლა (იღიმის). ეს ფერი მე შევარჩიე, არის მარგალიტისფერი და ვფიქრობ, ამ მოდელს ძალიან უხდება.
ჯიპი აქამდე არ მყოლია. ორი მანქანა მყავდა, „ა კლასის მერსედესი“ და „ჰიუნდაი“. მეუღლის გადაწყვეტილებით, „ჰიუნდაი“ გავყიდეთ, თანხა დავამატეთ და „რავ 4 “ შევიძინეთ. ყველა მეუბნება, რომ ჯიპი ძალიან კომფორტული სატარებელია და მალე შევეჩვევი.
გილოცავ.
დიდი მადლობა (იღიმის).
ნინო მურღულია