LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეყრება თუ არა ჯორჯ კლუნი მეუღლეს

18

ბოლო პერიოდში უცხოური პრესა აქტიურად წერს ჯორჯ კლუნის კიდევ ერთ უიღბლო ქორწინებაზე. თუ ამ ჭორებს დავუჯერებთ, მსახიობსა და მის მეუღლეს ამალ ალამუდინს ურთიერთობაში კრიზისი აქვთ.

თუმცა, მსახიობი გავრცელებულ ჭორებს უარყოფს. „ჩვენი ურთიერთობა ასეთი მყარი, სასიამოვნო და საინტერესო არასდროს ყოფილა. 27 სექტემბერს ჩვენ ვაპირებთ ერთად ყოფნის პირველი წლის იუბილის გადახდას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მთელი სულითა და გულით ვეპატიჟებით“ – აცხადებს ჯორჯ კლუნი.

ჯერჯერობით არაა ცნობილი სად და რა ვითარებაში აპირებს წყვილი იუბილეს აღნიშვნას, თუმცა ფაქტია, რომ მათ ამ ეტაპზე, არანაირი პრობლემა არ აქვს ურთიერთობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები