“განვლილი 2022 წელი, ზოგადად, ტურიზმის სექტორში ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს”, – ამბობს ტურისტული კომპანია Bookit-ის დირექტორი დიანა ჭიღლაძე “ფორტუნასთან” საუბრისას.
მისი განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, პანდემიისას დაწესებული რეგულაციების გამარტივებასთან და ფაქტობრივად სრულად მოხსნასთან ერთად, ტურიზმის სექტორი საკმაოდ აქტიური გახდა და ტურისტულ კომპანიებში მიმართვიანობაც გაიზარდა.
“შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე, ტურისტულმა კომპანია Bookit-მა 2022 წელს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წამსვლელთა ძალიან დიდ ნაკადს უმასპინძლა. მოთხოვნადი მიმართულება წელსაც, როგორც წინა წლებში თურქეთი გახლდათ.
"თუ ადრე ე.წ. "ზურგჩანთიანი" ტურისტები გვსტუმრობდნენ, წელს საკმაოდ მხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები გვყავდა" - როგორი წელი იყო 2022 სარესტორნო ბიზნესისთვის
"დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, საიდანაც ადრე არ იყო დიდი ინტერესი, ახლა ინტერესი გაძლიერდა გერმანიიდან, ავსტრიიდან".
ლიდერობას არ კარგავენ ევროპის ქვეყნები, ასევე აქტიურად იჯავშნება გაერთიანებული საამიროები, რასაც ხელი სავიზო რეჟიმის გაუქმებამ, რეისების სიხშირის ზრდამ და კონკურენტუნარიანი ფასების არსებობამ შეუწყო ხელი. აქტუალურობას არ კარგავს და იზრდება ინტერესი და მოთხოვნა ისეთ ეგზოტიკურ მიმართულებებზე როგორებიცაა: მალდივები, ტაილანდი, ბალი, დომინიკანა“, – ამბობს Bookit-ის დირექტორი.
დიანა ჭიღლაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია თავად შეიძინოს ბილეთი, სასტუმრო თუ აპარტამენტი, მოგზაურების მხრიდან მომართვიანობა მაინც მაღალია.
“ამას, ძირითადად, განაპირობებს ჩვენი გუნდის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ. დღევანდელ რეალობაში, როდესაც ტურიზმის ინდუსტრია არნახული ტემპებით ვითარდება, Bookit-ის გუნდი ყოველთვის ცდილობს სიახლეებისა და ინოვაციების სათავეში იყოს; ჩვენ პირველები გავდივართ იმ ნაბიჯებს და საკუთარ თავზე ვიღებთ იმ გამოცდილებას, რაც შემდეგ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს უნდა გავუზიაროთ და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი კლიენტების ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც სრულიად გათვალისწინებული იყოს მათი მოგზაურობის პერიოდში”, – აღნიშნავს დიანა ჭიღლაძე.
მისი პროგნოზით, მომავალი წელი ტურისტულად საკმაოდ დატვირთული იქნება, რასაც ახალი ტურისტული მიმართულებების დამატება განაპირობებს.
“იმ დინამიკური ცვლილებების პერიოდში, როდესაც საქართველოდან ყოველდღიურად ახალ-ახალი მიმართულებები და რეისები ემატება, ცხადია, მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტ ინტერესს და სასურველი ლოკაციის მონახულების წყურვილს გამოიწვევს და Bookit-ის გუნდი 24/7 რეჟიმში, ყოველთვის მზადაა, კიდევ უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით იზრუნოს ჩვენი კლიენტების ყველაზე სანუკვარი სამოგზაურო ოცნების ახდენაზე”, – ამბობს ტურისტული კომპანიის დირექტორი.