მომღერალი ალა პუგაჩოვა ისრაელში აპირებს გადასახლებას და შესაბამისად ბინაც უკვე შეარჩია. როგორც ადგილობრივი მაკლერები იტყობინებიან, ლეგენდარულმა რუსმა მომღერალმა აპარტამენტებში 550 მილიონი რუბლი გადაიხადა.
სამ სართულიანი, 650 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი, ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო ვილის, კეისარიის მიდამოებში მდებარეობს, სადაც ისრაელის ცნობილი მოქალაქეები ცხოვრობენ. აპარტამენტების ფასი 7მილიონ დოლარს შეადგენს, რაც რუსული ვალუტით, 550 მილიონი რუბლია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ–ჯერობით შესყიდვის საქმე ბოლომდე არ დასრულებულა, მომღერალი გადაფიქრებას არ აპირებს.