წლევანდელ წელს იაპონური ავტოგიგანტი „ჰონდა“ მომხმარებლის წინაშე ახალი თაობის ავტომობილებით წარსდგა. კომპანიის ისტორიაში პირველად „Honda Civic Type R”-ი შევიდა ყველაზე სწრაფი წინაწამყვანთვლიანი ავტომობილების ხუთეულში. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია არ აპირებს გაჩერებას. ინერნეტში ახალი მოდელის ჯაშუშური სურათები ვრცელდება.
სურათებზე გადაღებულია ახალი აკურა, რომელიც „Honda Civic“-ის პროტოტიპია. გარდა აგრესიული ვიზუალისა, ავტომობილზე შეიმჩნევა „Brembo”-ს სამუხრუჭე სისტემა, 18-იანი დისკები და, რაც ყველაზე მთავარია, სამბაჩოკიანი გამშვები სისტემა, რომელიც “Ferrari 458”-ს გვაგონებს. თუმცა, შესაძლებელია მესამე გამშვები უბრალოდ სატესტო ვარიანტი იყოს.
თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, 2017 წლის „Type R”-ი გაიყიდება, როგორც ევროპის, ასევე გლობალურ ბაზარზეც. შესაბამისად, ახალი მოდელის დიზაინი, ორივე ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ძრავს და მის შემადგენელ ნაწილებს, აქ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ახალ მოდელში, ისევე როგორც წელს გამოშვებულ „Type R”-შიც 2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავი იქნება განთავსებული, რომელიც 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.