LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძინე ყურსასმენები Extra-ზე

933
extra (1)

ალბათ ქუჩასა თუ  საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად გხვდებიან ახალგაზრდები ყურსასმენებით, რომელნიც ისე არიან ჩართულნი საკუთარ (მუსიკალურ) სამყაროში , რომ საერთოდ არ ესმით რა ხდება ირგვლივ, ან სხვებსაც უნებურად ასმენინებენ იმას, რაც თავად იმდენად მოსწონთ, რომ მთელს ხმაზე აქვთ აწეული.

ასეა თუ ისე ყურსასმენები სკოლის მოსწავლეების, თინეიჯერის, სტუდენტების განუყრელი აქსესუარი და საუკეთესო საახალწლო საჩუქარია.

თუ გსურთ, საუკეთესო ფასად შეიძინოთ ყურსასმენები ფიზიკური მაღაზიების ონლაინ პლატფორმა extra.ge – ს უნდა ეწვიოთ, სადაც სხვადასხვა ბრენდის მიერ წარმოებულ ყურსასმენების განსხვავებულ მოდელებს იხილავთ.

ყურსასმენები კონსტრუქციითა და მიმაგრების ტიპით ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი ყურის ნიჟარაში თავსდება, ზოგი ყურზე, ზოგი თავზე, ან კეფაზე.

ჟღერადობისა და ხმის დახშობის თვალსაზრისით ყურსასმენებს ყოფენ ორ კატეგორიად ე.წ. დახურული და ღია ყურსასმენები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ალბათ შეხვედრიხართ მგზავრს, რომელსაც უკეთია ყურსასმენი, მაგრამ ისე ხმამაღლა უსმენს მუსიკას, რომ სხვებისთვისაც შემაწუხებელი ხდება. ეს ე.წ. ღია ყურსასმენი „ბრალია“, თუმცა მისი დადებითი მხარე ისაა, რომ ქუჩაში მუსიკის მოსმენის დროს გაიგებთ ტრანსპორტის ან ადამიანების ხმებს, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი შემთხვევები.

ე.წ. დახურულ ყურსასმენებს უკანა მხარეს არ აქვს ხვრელები და მთლიანად ახშობს ხმას, რითაც მსმენელი ბოლომდე შეიგრძნობს ჟღერადობას და გვერდით მყოფებისთვისაც არაა შემაწუხებელი მაღალი ტონალობა, ასეთი ტიპის ყურსასმენები იდეალურია ოფისისთვის, რათა მოსაწყენი ყოველდღიურობა გაიხალისოთ ის, რომ სხვებს არ შეუშალოთ ხელი მუშაობაში.

ყურსასმენები მიკროფონით იდეალურია გეიმერებისთვის, მაგრამ ყველაზე მეტად პოპულარული მაინც უსადენო ბლუთუზ ყურსასმენებია. მათი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მუშაობის ხანგრძლივობას და გაიხსენეთ, რომ ზოგჯერ საცობების გამო იმაზე მეტ დროს ატარებთ გზაში, ვიდრე გათვლილი გქონდათ, ასეთ ვითარებაში კი ყურსასმენების „ხელიდან გამოცლა“ ნამდვილად შემაშფოთებელია.

ვარჯიში, ან სირბილი თუ ყურსასმენებთან ერთად მოგწონთ, ამ შემთხვევაში ყურში მოსათავსებელ ვარიანტზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც იდეალურად მაგრდება ყურის ნიჟარაში და არ არსებობს შანსი მისი დაკარგვის ან ადგილიდან დაძვრისა.

ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი extra.ge მოგცემთ საშუალებას, რომ შეარჩიოთ ეს ნივთი ფერის, დიზაინის და ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით. ფასები 23 ლარიდან იწყება და 3000 ლარამდე მერყეობს, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადებითაც.

ინფორმაციას მიწოდების პირობების შესახებ შეკვეთის განხორციელებისას მიიღებთ, საორიენტაციოდ კი გეტყვით, რომ ექსტრას კურიერები  შენაძენს თბილისში შეკვეთას  1-3 დღეში მოგიტანენ, ხოლო რეგიონში 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები