LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი ტაქსები ავტობუსის ზოლში გადასვლას და მგზავრების აყვანა-ჩამოსვლას შეძლებენ – კალაძე

127
კალაძე tax

თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოში მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მომავალში თეთრი, A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში გადასვლას და მგზავრების აყვანა-ჩამოსვლას შეძლებენ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილება სატრანსპორტო რეფორმის III ეტაპისთვისაა დაგეგმილი.

„შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენი რეფორმის III ეტაპზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შესაძლებელი იქნება საავტობუსო ზოლებში გადასვლა, გაჩერება და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას მივცემთ“, – განაცხადა კალაძემ.

დღესვე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მნიშვნელოვან მოვლენებს შორის თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერა იყო, პროექტის ფარგლებში 47 მლნ ევრო გამოიყო, რომელიც თბილისისთვის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, მათ შორის, „ჭკვიანი შუქნიშნების“, კამერების, დეტექტორების, მონაცემთა პლატფორმისა და მართვის ცენტრის შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება. მერის განცხადებით, განახლდება მეტროსადგურებიც.

„პროექტის ფარგლებში. გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების („ჭკვიანი შუქნიშნები“, კამერები, დეტექტორები, მონაცემთა პლატფორმა და მართვის ცენტრი) შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება.

აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის მიზნით. პროექტის განხორციელებით, შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და იქნება უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, შეზღუდული მობილობისა და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.