“ჩელსის” ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, 2016 წელს ოფიციალურად დადასტურდება ის 5 რეკორდი, რის გამოც ჟოზე მოურინიომ სერთიფიკატი უკვე მიიღო.
საუბარია შემდეგ რეკორდებზე:
1. საკუთარ მოედანზე წაგების გარეშე ჩატარებული მატჩების ყველაზე გრძელი სერია (9 წელი, 151 მატჩი);
2. სხვადასხვა კლუბით მოგებული ჩემპიონთა ლიგა (ორი კლუბით);
3. ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია (49 წელი და 12 დღე);
4. ყველაზე მეტი ქულა ინგლისის პრემიერ-ლიგის ერთ სეზონში (95);
5. საკუთარ მოედანზე წაუგებელი მატჩების ყველაზე გრძელი სერია პრემიერ-ლიგაში (77).
აღნიშნულ გამოსარჩევ ფაქტზე თავად ჟოზემაც გააკეთა კომენტარი სერთიფიკატის მიღების შემდეგ:
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ გინესის რეკორდებში შესვლას ოდესღაც შევძლებდი, თუმცა ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მოურინიომ, რომელსაც ტყუილად არ შეარქვეს ”განსაკუთრებული”.