ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი, შაილო პიტი პაპარაცებმა ამჯერად ლოს-ანჯელესში გადაიღეს. 16 წლის თინეიჯერი ერთ-ერთ ზოო მაღაზიას სტუმრობდა. ახალ ფოტოებზე შაილოს ისევ შეცვლილი აქვს იმიჯი, მას თმა აქვს გადაპარსული. არადა ცოტა ხნის წინ ის დედასთან ერთად კლასიკურ კაბაში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.
შაილოს ჰუდი და ჯინსის შორტები ეცვა. ახალ ფოტოებზე ის საოცრად ჰგავს ბრედ პიტს.
ფოტო: ანჯელინა ჯოლი და შაილო პიტი – ვარსკვლავური დედა-შვილის საოცარი გამოჩენა მზიან კალიფორნიაში