LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაწესებულებაში 5 ნამშობიარები ქალი იმყოფება“ – რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს

158
BeFunky-collage

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს.

იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხერსონი. რუსებმა დაბომბეს საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება.

დაბომბეს ის ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა. თავდასხმამდე ექიმებმა მოასწრეს საკეისრო კვეთის დასრულება. დაწესებულებაში ხუთი ნამშობიარები ქალი იმყოფება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს, დიდი დანაკარგები აქვთ – მხოლოდ ამ დღეებში, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები