ახლახანს კიმ კარდაშიანის ქალიშვილი ნორთი ისვენებდა წმ.ბართსის სანაპიროზე, სადაც ის, დედის მსგავსად, მინი საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი. პატარა გოგონა ძალიან გავდა ორსული კიმის მინი ვერსიას. როგორც პაპარაცებმა დააფიქსირეს, 34 წლის კიმი და მისი პატარა მშვენივრად ერთობოდნენ და ატარებდნენ დროს ოჯახურ არდადეგებზე.
კიმმა თავისი ქალიშვილი შავ საცურაო კოსტიუმში გამოაწყო, რომელსაც ზევით აწეული კიკინა ამშვენებდა. კიმი კი, როგორც ყოველთვის, თავს იწონებდა მიმზიდველი ფორმებით.
როგორც შეამჩნიეს დედა მთელ მის ყურადღებას პატარას უთმობდა, რომელიც უზარმაზარი ნიჩბით აშენებდა სასახლეებს. მიუხედავად იმისა, რომ პატარას მშობლებს ასე უყვართ შავი ფერი, ერთ–ერთ ინტერვიუში კიმმა აღნიშნა, რომ მის ქალიშვილს ფერად ტანსაცმელში უყვარს გამოწყობა და მას პატარა ფეშენისტაც კი უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნორთის მამამ ვერ მოახერხა მათთან ერთად დასვენება, გოგონას ოჯახის უამრავი წევრი ყავდა თან, ასე რომ მას მოწყენის საშუალება არ ჰქონდა.
კიმმა ოჯახური არდადეგების ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე განათავსა.