Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს, დიდი დანაკარგები აქვთ – მხოლოდ ამ დღეებში, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს, დიდი დანაკარგები აქვთ – მხოლოდ ამ დღეებში, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა

150
ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს და დიდი დანაკარგები აქვთ.

როგორც ჩერევატმა აღნიშნა, ბახმუტი მტრის თავდასხმის მთავარ მიმართულებად რჩება.

„მათ მთელი თავიანთი არტილერიის, ტანკების კონცენტრირება იქ მოახდინეს, ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მხოლოდ ამ დღეებში, ბახმუტის მიმართულებით, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა. მტერმა 77 ჯარისკაცი დაკარგა, 125 კი დაშავდა“, – თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის ცნობით, რუსებმა გარკვეულწილად შეცვალეს ტაქტიკა, ისინი აღარ მოქმედებენ როგორც ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში, არამედ იყოფიან მცირე ჯგუფებად. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე რუსი ჯარისკაცები დაბნეული არიან და ცდილობენ წინა პოზიციებს მიუახლოვდნენ.

„ისინი ასევე ცდილობენ აქტიურობას ავდიივკას მიმართულებით და იქ თავდასხმის ოპერაციებს აგრძელებენ. ეს არის ალბათ შემდეგი ყველაზე აქტიური მიმართულება ბახმუტის შემდეგ. და დროდადრო ცდილობენ კონტრშეტევას ლუჰანსკის მიმართულებით. თუმცა, ეს შეტევებიც არის წარუმატებელი, მათ დანაკარგები აქვთ და უკან იხევენ.“ – განაცხადა ჩერევატიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები