LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრებში თამაში მესისა და რონალდუსაც არ გამოსდით

11

ლონდონის ”ჩელსის” ბრაზილიელი შემტევის ვილიანის აზრით, ბრაზილიის ეროვნული გუნდის წარუმატებლობა ფეხბურთელების ბრალი არ არის და ამას იმით ხსნის, რომ თანამედროვეობის ორ გამორჩეულ ვარსკვლავს რონალდუსა და მესისაც არ გამოსდით ნაკრებში თამაში.

„არა მგონია, ბრაზილიის ნაკრების პრობლემა ფეხბურთელების გამო იყოს. ნეიმარის გარდა, არაერთი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს. რა თქმა უნდა, ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც ჩვენი ლიდერია, მაგრამ სხვების არსებობის შესახებ არ დაგავიწყდეთ.

ბუნებრივია, რომ ნაკრებში ზოგი მოთამაშე საკლუბო დონეზე უფრო ცუდად თამაშობს. ეს ნორმალურია. ბევრი დიდი ფეხბურთელი ნაკრებში ვერ თამაშობს, მათ შორის მესი და რონალდუც არიან“, – განაცხადა ვილიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები