„მე გირგვლიანის მიტინგებში მონაწილეობას არ ვიღებდი მორალური თვალსაზრისით, ირინა ენუქიძეს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ, მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.
როგორც დუმბაძემ აღნიშნა, დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი სანდრო გირგვლიანი იყო:
„მორალურად, გირგვლიანი არ იყო მართალი, იმიტომ, რომ, ჩემთან ზის ადამიანი, მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და ერევა ჩვენს ურთიერთობაში. რა არის, რა წესია, აი მორალურად ვილაპარაკოთ.
გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. თქვენ საიდან იცით, რომ მოკლა? მურუსიძიდან ხომ? და მე მურუსიძეს არ ვუჯერებ…
მორალურად, გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე.
ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა.
ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი ჩადენილი არ არის. ამას ამბობს მურუსიძე, მურუსიძეს უჯერებთ? 2006 წელს მურუსიძე იყო ამ საქმის გამრჩევი და ეს მურუსიძე გვყავს დღევანდელ სასამართლო სისტემის მეუფედ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა-ლევან მურუსიძე
“სანდრო გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო” – ლევან მურუსიძე