მადრიდის “რეალი” ძალიან დიდი ხანია ”მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერის დავიდ დე ხეას გადაბირებას ცდილობს. გუშინ ტრანსფერი თითქოს შედგა, მაგრამ ბოლო წამს ყველაფერი ჩაიშალა.
”სამეფო კლუბი” ირწმუნება, რომ დავიდ დე ხეას ხელშეკრულება “მანჩესტერ იუნაიტედმა” 23:59 საათზე გადააგზავნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში, თუმცა გაურკვეველია, თუ რატომ ვერ მიიღეს მათ ეს საბუთები დროულად.
საქმეში ფიფა ჩაერთვება და ყველაფერი დღეს გაირკვევა. თავად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ დოკუმენტები 00:28 საათზე მიიღეს და არა 23:59-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ “რეალი” ფიფა-ში დაამტკიცებს, რომ ყველაფერი მართლაც 23:59 საათისთვის მოგვარებული იყო, მაშინ ალბათ დე ხეა მოირგებს “თეთრების” მაისურს.