LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Volvo S90-ის ექსტერიერი საიდუმლოს აღარ წარმოადგენს

27

ჩვენს დროში უკვე ძნელია რაიმე საიდუმლოდ შეინახო. რაღა თქმა უნდა ეს „პრობლემა“ საავტომობილო კომპანიებსაც შეექმნათ, მით უმეტეს მაშინ როდესაც გასატესტად გამოყვანილი ავტომობილები, სოციალურ სივრცეში ჩნდება. სწორედ ასე დაემართა კომპანია „ვოლვოსაც“,  რომელიც ახალ მოდელზე S90-ზე მუშაობს.

ძველი მოდელისაგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი უფრო დახვეწილად და დინამიურად გამოიყურება. გარდა ამისა შეცვლილია განათების სისტემა და თავად ექსტერიერის შტრიხებიც, რომლის შედეგადაც კომპანიამ უფრო დახვეწილი, ბიზნეს კლასის მსგავსი ტიპის ავტომობილი მიიღო.

მიუხედავად იმისა რომ, კომპანიის მხრიდან ჯერ არც წარმოებაში ჩაშვების ზუსტი თარიღი და არც ძრავის დეტალები არ გახმაურებულა, ახალი S90-ი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი სედანის, ასევე კუპის სახითაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები