კამერონ დიასის გულშემატკივრებისთვის დღეს პაპარაცულად გავრცელებული ახალი ფოტო, ნამდვილად ზეიმის საბაბი გახდა. კინოდან 8 წლის წინ წასული დიასი პროფესიას დაუბრუნდა და ამჯერად ის გადასაღებ მოედანზეც გამოჩნდა. ახალი ფილმის სახელწოდებაა „ისევ საქმეში“ და მასში მთავარ როლებს დიასთან ერთად ტომ ბრედი და ჯეიმი ფოქსი ასრულებენ. სწორედ დიასი და ფოქსი ჩანან ახალ ფოტოებზე, რომელიც გადასაღები მოედნიდან გავრცელდა, დიასს შავი ფერის შარვალი და წითელი ჟაკეტი აცვია.
ცნობილია, რომ ახალი ფილმისთვის სცენარი დაწერა ბრენდან ობრაენმა. ფილმს “ნეტფლიქსი” იღებს და ის კომედიური ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი ფილმია.
50 წლის კამერონ დიასი ქმართან ერთად პაემანზე გამოჩნდა
ფოტო: კამერონ დიასის შეცვლილი ცხოვრება დაოჯახებისა და შვილის გაჩენის შემდეგ
არა ფილტრი, არა ფილერი – 46 წლის დრიუ ბერიმორისა და 49 წლის კამერონ დიასის ფოტო ინტერნეტს იპყრობს