LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისგან იტანჯება: მსოფლიო პატრიარქი

133
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსი საშობაო ეპისტოლეში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს და წერს, რომ „უკრაინა ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისგან იტანჯება“.

როგორც საშობაო ეპისტოლეში წერია, „ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო“.

„წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფეფბთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის შედეგი“ (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 4, 1). გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას პირდაპირ ეხმიანება წმიდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომლებიც, იმ დროის თესალონიკში მართლმადიდებელთა მიერ წარმოებულ სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს უკავშირდებიან: „გვაქვს საერთო წმიდა დედა ეკლესია და ღვთისმოშიშება, რომლის თავი და სრულყოფილება არის ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც მარტოოდენ ღმერთი კი არ არის ჩვენთვის, არამედ სათნო ძმა და მამაც“, – წერია საშობაო ეპისტოლეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები