LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართული სოციალური ქსელების ლიდერი – ვის რამდენი მომწონებელი და მიმდევარი ჰყავს ტელე-შოუბიზნესში

45

სოციალური ქსელი საქართველოში აზრის გამოთქმის საუკეთესო საშუალება გახდა. ცნობილმა სახეებმა უკვე ძალიან კარგად იციან და გააცნობიერეს, რომ სოციალური ქსელი საჯარო ტრიბუნაა და მისი გამოყენება საკუთარი შეხედულებების უკეთ გასავრცელებლად, თუ პროექტების დასაპიარებლად შეიძლება.

საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი „ტვიტერმა“, „ინსტაგრამიც“ მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. აი, „ფეისბუქი“ კი არა მხოლოდ მოსაზრებების გასავრცელებლად, არამედ სხვისი ამა თუ იმ საქციელის შესაფასებლად თუ გასაკრიტიკებლადაც კარგი პლატფორმაა, თანაც, შეგიძლია, გახსნა ანგარიში ისე, რომ საკუთარი ვინაობა დამალო, ესეც კიდევ დამატებით ხელ-ფეხის გახსნაა კრიტიკის გამოსათქმელად.

ცნობილი ადამიანები სულ უფრო მეტად იყენებენ სოციალურ ქსელს პოპულარობის გასამყარებლად და ახალი თაყვანისმცემლების შესაძენად.

გადავავლოთ თვალი იმ ცნობილ სახეებს, რომლებსაც ყველაზე მეტი მიმდევარი (Follower) ჰყავთ „ფეისბუქზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მათ მეგობრებს შორის არ არიან, თავად დაინტერესდნენ ამა თუ იმ პოპულარული ადამიანის გვერდით და გახდნენ მისი „მიმდევარი“. ჩვენი მეორე კრიტერიუმი ოფიციალური გვერდების მოწონებების რაოდენობა გახლდათ. იხილეთ სრულად Fortuna.ge – ზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები