LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ, თუმცა კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყებასთან, რას აკეთებენ ისინი? – კარგი იქნება, თუ გაემიჯნებიან

156
სამხარაძე და არესტოვიჩი

„დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს უკრაინის საგარეო უწყებასთან კითხვა აქვს არის თუ არა, არესტოვიჩის განცხადება ოფიციალური პირის განცხადება. ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, თუ ასე არ მიიჩნევენ, მაშინ უნდა გაემიჯნონ.

სამხარაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე განცხადება არ წამიკითხავს – როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, მის შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს! 

„ზუსტად ორი დღის წინ ვისაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე და ვთქვი, რომ კარგი განცხადება იყო, მაგრამ რა უნდა გვექნა, არესტოვიჩის, პოდოლიაკის და დანილოვის განცხადებებისთვის. არესტოვიჩმა არ დააყოვნა და კიდევ ერთი განცხადება გამოაცხო.

დიდი ხანია, არესტოვიჩის განცხადებებს არ ვუსმენთ და სერიოზულად არ აღვიქვამთ, თუმცა კითხვა მექნება უკრაინის საგარეო უწყების მიმართ – რას აკეთებენ ისინი, თვლიან, რომ ეს არის ოფიციალური პირის განცხადება თუ არ არის? თუ არ არის, მაშინ კარგი იქნება, თუ გაემიჯნებიან. თორემ, არესტოვიჩის განცხადებაზე პასუხს არ ვაპირებ, რადგან აზრი არ აქვს.

ამ განცხადების მიზანია ის, რომ როგორმე, ჩვენ, „ქართული ოცნება“, ქართული სახელმწიფო დააზიანონ. თუ ფიქრობენ, რომ ამით სააკაშვილს დაეხმარებიან, ძალიან ცდებიან. მგონი, მას დათვურ სამსახურს უწევენ.“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

არესტოვიჩი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა აურაცხელი უბედურება მოუტანა, ქვეყანა ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები