დავით კირკიტაძე შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გავამხნევოთ კირკიტა! დავით კირკიტაძე შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს”, – წერს ლაშა ხუსკივაძე.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულა ისმაილოვი 15 დეკემბრის შემდეგ შიმშილობენ.
მათი მთავარი მოთხოვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაა.
ამავე თემაზე: