თუ თქვენი მეგობარი ახალხან დაშორდა მეგობარ გოგონას და მას წაყევით კლუბში, რამდენიმე ბოკალი ლუდის დასალევად, ეს მას არაფერში დაეხმარება. ასეთ მომენტებში მეგობარი საუკეთესო საშუალებაა მდგომარეობიდან გამოსვლის, ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც მეგობრის დახმარებაში გამოგადგებათ.
მოუსმინე
მოსმენა ეს ის მცირედი პირველადი დახმარებაა, რითაც თქვენი მეგობარი მიხვდება რომ ის ამ გასაჭირში მარტო არაა, ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა თუ მიიჩნევთ, რომ საფუძლვიანად მოსმენა ძალიან მარტივია, ცდებით. ასეთ სიტუაციაში დიდი ძალისხმევა და მოთმინება გმართებთ, დაახლოებით ისეთივე როგორც დრამატული ფილმის ყურებისას. თუ ასეთ ფილმებს არ უყურებთ, გამოტოვეთ ეს პუნქტი.
ნუ განკითხავ
ყველაზე ცუდი, რაც მეგობრისთვის გასაჭირში შეიძლება გააკეთო, ეს მისი განკითხვაა, მიუხედავად იმისა მართლაც დამნაშავეა თუ არა. ყოველთვის ეცადე დარჩე მისი ერთგული ნებისმიერ სიტუაციაში და როცა ერთად ხართ, ყოველთვის მართალი გამოიყვანე.
არ შეადარო
არასდროს არ წამოარტყა მას მხარზე და არ უთხრა სიტყვები: „უარესებიც გადაგიტანია“. ხანდახან ეს შველის კიდეც, მაგრამ თუ საქმე სერიოზულადაა, ამით მხოლოდ საქმეს გააფუჭებთ.
იყავი მომთმენი
არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. ვეცადოთ მაქსიმალურად ლოიალურები დავრჩეთ მეგობრის მიმართ. საუბრის დროს კამათს, ვერსად გაექცევით. ამიტომ დარჩით „ბუდას“ პოზაში და ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი დაუთმოთ.
არ გაცვალო
რაც ხდება თქვენს შორის, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ. არც იფიქროთ იმაზე, რომ მის პრობლემებზე, სხვა თქვენს მეგობართან ისაუბროთ. ნუ გახდი მის პრობლემებს „საჭორაოდ“. დარჩი მისი ერთგული და ის რაზეც ისაუბრებთ შენთვის შეინახე.