LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა – რამდენით მოიმატა ფასმა

158
მშენებლობა

2022 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 28%-ით, 214 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ინფორმაციას ამის შესახებ Colliers Georgia-მ უძრავი ქონების ბაზრის სპეციალურ ვებგვერდზე recov.ge-ზე წარმოადგინა.

საცხოვრებელი ბინების სეგმენტის განახლებული მიმოხილვის თანახმად, ახალ პროექტებში ბინების შეძენა 10%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.

სეგმენტების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, აქ ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა.

recov.ge-ის განახლებული მიმოხილვით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 15%-ით, ფართო ცენტრში – 13%-ით, ქალაქის ცენტრში კი 14%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 11%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 2%-ით დაფიქსირდა.