LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია სანდუ: მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს

145
BeFunky-collage

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის ნება დართოს.

ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ პატიმრობის პირობებით გამოწვეული იმ გართულებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ნება დართოს, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავროს“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები