LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, ახალ ბრალდებას არ ველოდებით

227
Untitled design (2)

დაკავებული ძმების – დავით და გურამ კაკულიების ადვოკატის განცხადებით, ძმებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

დააკავეს ნიკოს მკვლელობაში დამკვეთად დასახელებული ძმები – მოუწევთ დაჩოქება უფლის წინაშე: ნიკო კვარაცხელიას დედა

როგორც უფლებადამცველმა მარიამ შათირიშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არც ახალ ბრალდებას ელოდებიან.

როგორც  ადვოკატი ამბობს, ძმებმა პირველ დაკითხვაზე ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს, ხელმეორედ კი ისინი აღარ დაუკითხავთ:

„რატომ დაინტერესდა გამოძიება ძმები კაკულიებით კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ეს დაცვის მხარისთვისაც ძალიან საინტერესოა და, ვფიქრობ, ყველა შეკითხვას პასუხი ძალიან მალე გაეცემა. ახალ ბრალდებას ჩვენ არ ველოდებით იმიტომ, რომ აღნიშნულ მკვლელობასთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მარიამ შათირიშვილის განცხადებითვე, ძმები კაკულიები ასევე არ აღიარებენ არცერთ ბრალდებას, რომელიც მათ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით აქვთ წარდგენილი.

შეგახსენებთ, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

უკავშირდება თუ არა ძმები კაკულიების დაკავება ნიკო კვარაცხელიას საქმეს და არაყიშვილზე მომხდარ გარჩევას – რაც აცხადებს დაჭრილის დედა და ძმების ადვოკატი

ძმები კაკულიები კვარაცხელიას საქმეზე ბოლო კომენტარს აკეთებენ – რაზე საუბრობენ სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები