LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება – კომპანიას კომპენსაციის სახით 2 800 000 აშშ დოლარის ღირებულების ტერიტორია გადაეცამა

193
კალა

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.

"გადადგით ყველა ის ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას" - კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის შესახებ

"დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება, თუმცა აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელება".

„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, ამ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაავალა.

„მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდეს. ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები