2025 წელს ტალინი ევროპის სპორტული დედაქალაქის ტიტულს მიიღებს. ქალაქმა ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც სპორტით დაკავებისთვის კომფორტულ ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიებისა და ინიციატივის ორგანიზებას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ Tallinn.ee ავრცელებს.
მაგალითად, ქალაქში გადაწყვიტეს რომ 100 ევრო გადაუხადონ სკოლის მოსწავლეებს, რათა მათ ველოსიპედი შეიძინონ.
სპორტის დედაქალაქის სტატუსის ქვეშ ესტონეთის დედაქალაქში ბევრ ღონისძიებას ჩაატარებენ: გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, ღია გაკვეთილები, სემინარები და კონფერენციები.
ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტულს ქალაქებს 2001 წლიდან ანიჭებენ. მისი მფლობელი გაეროს მხარდაჭერას იღებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია უკეთ შეძლონ.
წელს საპატიო ტიტულს ჰააგა (ნიდერლანდები) ატარებს. 2023 წელს წოდება გლაზგოს (შოტლანდია) გადაეცემა, შემდეგ კი – გენუას (იტალია).