LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას – უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი

119
BeFunky-collage (1)

საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო – უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

გივი მიქანაძე: „უკრაინის ხელისუფლება, ფაქტობრივად, გახდა თავშესაფარი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის“

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.

„რა სახის ინსინუაციებს აღარ ავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

ამასთან, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს”, – აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.

 

 

Керівник правлячої партії Грузії заявив, що приїзд Міхеіла Саакашвілі був спецоперацією України із втягування Тбілісі у…

Posted by Oleg Nikolenko on Tuesday, 20 December 2022

 

 

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს და დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა.

ამავე თემაზე:

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

პოდოლიაკი: შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ საქართველოს ისტორიას და მის პრეზიდენტს ცივილური სამყაროს თვალწინ.. უკრაინა მზად არის, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი

დავით კირკიტაძე: „პრეზიდენტი ზელენსკი არ არის ადამიანი, რომელიც ისე უბრალოდ აკეთებს განცხადებებს, 1 წლის განმავლობაში მან სხვა წონა და გავლენა შეიძინა სამყაროში“

გიული ალასანია: ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანება – თუ ზელენსკის განცხადება თხოვნაა, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“: სამხარაძე

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები