LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეები არსებობს თუ მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობთ – სილამაზის აკადემია

5
შალვა-აბულაძე

 რა საფრთხეები არსებობს თუ მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობთ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.

რას იწვევს უმოძრაობა და დაბალი აქტივობა?

30 წლის ზემოთ პაციენტებში სხეულსა თუ სხეულში სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს. ეს პრობლემები შეიძლება იყოს როგორც თვალით დანახული, ასევე ფარული მიმდინარეობის:

  1. შეშუპება
  2. ტოქსინების დაგროვება
  3. სიმძიმე სახსრებში
  4. ცელულიტი
  5. ჭარბი წონა
  6. ცხიმის არასწორი გადანაწილება და რელიეფური ზედაპირი
  7. უხასიათობა, მოდუნება, სწრაფი დაღლა

გამომწვევი მიზეზები ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, მიუხედავად ამისა თავიდან აცილება ყველას გვიძნელდება.  ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ სტრესს, უხარისხო ინფორმაციას, გვავიწყდება წლის მიღება, გვაქვს დაბალი ფიზიკური აქტივობა, არასაკმარისად გვძინავს. უნდა ვისწავლოთ მოცემულ სიტუაციაში როგორ ვიქცევით და ვეხმარებით საკუთარ თავს.

როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას?

წყალი სხეულის მასის დაახლოებით ერთი მეორედიდან ორ მესამედამდე ნაწილს შეადგენს. ცხიმოვან ქსოვილში წყალი ნაკლებია, ქალის ორგანიზმი კი როგორც წესი ცხიმს მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე მამაკაცის, ამიტომ საშუალო წონაზე მისი ფორმულა ასე გამოიყურება 1კგ-ზე 30 გრამი წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალბატონებში, ხოლო მამაკაცებში ეს შეიძლება 40 გრამიც იყოს, გააჩნია წონასა და ასაკს. როგორც კი სხეული გაჯერებულია სასმელი წყლის მიწოდებით, ის ფუნქციონალურად გამართულად მუშაობს.

რაში გამოიხატებას ეს?

ორგანიზმში ქიმიური დაშლის პროცესები აქტიურდება, სხეულიდან გამოიდევნება ტოქსინები და იწყება საკვებიდან მიღებული ვიტამინების შეწოვა განაწილება და ათვისება. პაციენტები, რომლებიც საკმარის წყალს იღებენ, კვებას აბალანსებენ და ძილს იწესრიგებენ. პროცედურებს, რომლებიც მათთვის შედგენილი სქემის მიხედვით ხორციელდება, საოცარი შედეგები აქვთ. მცირდება ცხიმის მასა ორგანიზმში, რაც თვალსაჩინოს ხდის ვიზუალურ მხარეს.

როგორ ხდება ზედმეტი ცხიმის დაშლის პროცესი?

ზედმეტი ცხიმის დაშლის პროცესი ხორციელდება როგორც აპარატურული ჩარევით, ასევე ხელის მასაჟით და გამოგვყავს სასურველი ფორმები რაც თავის მხრივ ვიზუალურ ესთეტიკურ სილამაზეს თვასაჩინოს ხდის. რელიეფური კანი ხდება გლუვი და ერთგვაროვანი. აუცილებელია ვიცოდეთ დეტოქს კოქტეილების შესახებ, რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ მოვამზადოთ და მსუბუქ საკვებთან ერთად მთელი დღე მივირთვათ.

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტებს?

ცელულიტის არსებობა როგორც წესი განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის სისუსტით ახლად გაჩენილ ცელულიტებს ვებრძვით ანტიცელულიტური მასაჟით, სწორი ცხოვრების წესით, დაბალანსებული კვებითა და წყლის ბალანსის აღდგენით ორგანიზმში. ხოლო ღრმა სტადიებში გამოიყენება სპეც-კურსი, ესაა კომბინირებული პროგრამა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კავიტაცია რფ-ს, ხელით მასაჟსა და პრესოთერაპიის კურსის 6-8 პროცედურას.

ასევე პაციენტებს ვისაც უტარდება აღნიშნული პროცედურები ენიშნებათ 5000 ნაბიჯი დღეში სუფთა ჰაერზე, სასურველია მინიმუმამდე დავიყვანოთ ალკოჰოლისა და გაზიანი სასმლის მიღება, მწეველებმა უნდა შეამცირონ თამბაქოს მოხმარება, ასევე დაძინებამდე სასურველია მოდუნება და ფეხების რამდენიმე წუთით მაღლა აწევა. ძილის რეჟიმი მინიმუმ 6-7 საათიანი უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები