LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „იუმორინას“ ვარსკვლავიც გაიხსნა… ამ წლების მანძილზე შვიდასზე მეტი კონცერტი ჩატარდა ანშლაგით

355
292815438_500704081858879_1056901769622883674_n

19 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ გია ბაღაშვილი სტუმრობდა, რომელმაც „იუმორინას“ წარმატებულ ისტორიაზე და ახალ შოუ-პროგრამაზე ისაუბრა და მაყურებელს ერთგულებისთვის და დიდი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

 გია, ვისაუბროთ წლევანდელ „იუმორინაზე“, როგორ ფიქრობ, რომელი იყო წლის მთავარი, ყველაზე გამორჩეული ნომერი?

პირველ რიგში, მადლობა იმ არაერთ უნიჭიერეს მსახიობს, რომლებმაც 23 წლის მანძილზე შექმნეს და ქმნიან იმ ისტორიას, რამაც „ იუმორინას“ განვითარების ეს უპრეცედენტო ხაზი განაპირობა. სიტყვას უპრეცედენტო, შემთხვევით არ ვიყენებ, ვინაიდან სხვა ასეთი ანალოგი, იუმორისტულ-საკონცერტო პროექტებს შორის, მართლაც არ არსებობს. დავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ მარტო „ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში“ ამ წლების მანძილზე შვიდასზე მეტი კონცერტი ჩატარდა ანშლაგით, აღარაფერს ვამბობ გასტროლებზე, ეს არის უდიდესი დაფასება. „იუმორინა“ ნამდვილ სახალხო პროექტად იქცა და ამიტომაც „ფილარმონიის“ დარბაზის წინ „იუმორინას“ ვარსკვლავიც გაიხსნა, რასაც ვულოცავ ყველა „იუმორინელს“ და ყველა მაყურებელს. ჩემთვის რთულია განსაკუთრებული ნომრის გამოყოფა, რადგან პროგრამა დაახლოებით, 2 საათი და 15 წუთი გრძელდებოდა და ჩემდა სასიხარულოდ, ბევრი ასეთი ნომერი და ეპიზოდი გამოარჩია მაყურებელმა. სრულიად ახალი პროგრამა ჰქონდათ ქუჩის მუსიკოსებს, სულ სხვა ამპლუაში წარმოჩნდა გუჯა მარდალეიშვილი, თუმცა მაინც განსაკუთრებით გულში ჩამწვდომი აღმოჩნდა ქეთი წიკლაურის დუეტი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ფაქიზად და რუდუნებით ვამზადებდი მამასთან ერთად და ვფიქრობ, რომ გამორჩეულ ფრაგმენტად იქცა. ასევე, გვყავდა საინტერესო დებიუტანტები, ამასთან ბიძინა მახარაძის 70 წლის იუბილე აღვნიშნეთ სცენაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაყურებელს, 23 წელი ერთი პროექტისთვის მართლაც ძალიან დიდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ინტერესი არათუ იკლებს, არამედ მზარდია და ამის დასტური არის ის, რომ 2 კონცერტი გამოვაცხადეთ და ერთი დაემატა. წარმოიდგინეთ, 5 დღით ადრე უკვე ბილეთები აღარ იყო.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები