უეფა-ს სუპერთასის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. ლიონელ მესიმ თბილისში, “დინამო არენაზე” დუბლი შეასრულა. მესიმ გოლები მე-7 და მე-16 წუთებზე გაიტანა.
საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” კი ევროპის სუპერთასის გამარჯვება მოიპოვა. “ბარსელონამ” “სევილია” დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა. “ბარსელონადან” გოლები ასევე გაიტანეს რაფინიამ და ლუის სუარესმა. “სევილიადან” გოლები გაიტანეს ბანეგამ, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ.
შეხვედრა თბილისში “დინამო არენაზე” მიმდინარეობდა და მას 51 940 გულშემატკივარი ესწრებოდა.
გუნდებმა საქართველოს დედაქალაქი წუხელვე დატოვეს.