მერსედესმა წარმოებაში ჩაუშვა ახალი “S-Class” რომლის კონსტრუქციასა და დიზაინში ცნობილი ფირმა “Maybach” დაიხმარა. S 400 – ის ფასი, ბაზარზე 10 000 დან 14 000 მდე დოლარია.
ახალი S 400-ი აღჭურვილია 3.0ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავით, წინა წამყვანი თვლებით, 333 ცხენის ძალითა და მხოლოდ ავტომატური გადაცემათა ( 4MATIC ) კოლოფით.
ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა არც პირველია და არც უკანასკნელი. მაიბახი მონაწილეობდა S 600 სა და S 500 ის შექმნაშიც. ეს უკანასკნელი კი არა მარტო წინა წამყვანი თვლებით, არამედ უკანა წამყვანი თვლებით იქნა გამოშვებული, იგი 4.5 ლიტრიანი 8 ცილინდრიანი ძრავით არის წარმოდგენილი, ხოლო S600 – ი 5.3 ლიტრიანი 12 ცილინდრიანი ძლიერი აგრეგატით.
„Maybach” – ის ჩართულობა “Mercedes-Benz” –ის ინდუსტრიაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, რაც გულისხმობს არამხოლოდ ექსტერიერს, არამედ ინტერიერსა და გაუმჯობესებულ ძრავსაც, რასაც საავტომობილო ბაზარზე ფასების ზრდა მოყვება, ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ მალე ვიხილოთ ახალი წარწერა მერსედესის მოდელებზე : „Mercedes – Maybach” რომელიც უკვე არაერთ მათგანს ამშვენებს.