LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითლიძე: „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი“

220
BeFunky-collage (4)

„არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია გააგრძელონ ბრძოლა, რათა მოხდეს საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანა.

„არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობა. მაგრამ მე ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოს არავინ აბსოლუტურად. მნიშვნელოვანი არის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და რომ მოქმედებას და ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება.

გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ, ეს არის მთავარი მოთხოვნა. არ შეიძლება, ჩვენ პრეზიდენტს ვკლავდეთ ციხეში და არ შეიძლება, ამას ვუყურებდეთ ისე, თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, ანი წითლიძე, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მე-3 დღეა შიმშილობს.

წითლიძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 3 დეპუტატი შიმშილობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები