ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ბუნებრივია, დღესასწაულები „შობის დედოფლის“ გარეშე წარმოუდგენელია. მერაია ქერიმ მედისონ-სკვერ-გარდენზე წინასაახალწლო კონცერტი გამართა, სადაც ცხადია, თავისი ყველაზე პოპულარული და ამ დროისთვის ყველაზე სმენადი კომპოზიცია All I Want for Christmas Is You შეასრულა.
ამ დღეს მერაია ნამდვილ „ყინულის დედოფალს“ ჰგავდა. მას Adrienne Landau-ის თეთრი, ხელოვნური ბეწვის ქურქი ამშვენებდა. ამ „ლუქს“ ქერიმ მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა.
რაც შეეხება მერაიას საკულტო სიმღერას, All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია. საშობაო კომპოზიცია მიყოლებით უკვე 4 წელია მწვერვალებს იპყრობს და ჩარტების სათავეებს არ თმობს. რამდენიმე დღის წინ ის „ბილბორდის“ ცხელ ჩარტში პირველ პოზიციაზე განთავსდა.
მერაია ქერის საკულტო კომპოზიცია All I Want for Christmas Is You კვლავ რეკორდსმენია