LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის რუსი, რომელმაც კახეთში ისტორიულ ციხის კარი ფეხის დარტმით გააღო – შსს-მ გამოძიება დაიწყო

365
ქართველებო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ახალგაზრდა კაცი ფეხს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული ციხის კარს.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 259​² მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განხილვის თემა გახდა ვიდეო, სადაც რუსი ვლოგერი, ციხის კარს ფეხს ურტყამს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კარს ფეხს ურტყამს, რაილ არსლანოვია: პოპულარული ვლოგერი რუსეთის ფედერაციაში შემავალი თათრეთის რესპუბლიკიდან, კერძოდ  ქალაქ ყაზანიდანაა. ვიდეოების მიხედვით, ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.

საქართველოში გადაღებული ფოტოები არსლანოვის „ინსტაგრამის“ გვერდზე 20 ნოემბერს გამოჩნდა,  მას 2.51 მილიონი გამომწერი ჰყავს.

ვლოგერი „შეცდომას“ აღიარებს.

ქართველების მწვავე გამოხმაურების შემდეგ რაილ არსლანოვმა „ინსტაგრამზე“ დაწერა:

„ეი, მეგობრებო საქართველოდან, ნუ იქნებით ასეთი უხეშები. მივხვდით ჩვენს შეცდომას“.

ციხესიმაგრის ვიდეო ამ მომენტისთვის აღარ იძებნება ვლოგერის „ინსტაგრამზე“.

ცნობისთვის, ჩაილურის ციხე მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრეა, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები