LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთი-სამადლოს გზის აღდგენაზე საერთაშორისო ექსპერტები იმსჯელებენ

10

წყნეთი-სამადლოს გზის აღდგენის შესაძლებლობებს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან.

მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, აღდგება წყნეთი-სამადლოს გზის აღნიშნული მონაკვეთი, თუ ალტერნატიული მარშრუტის მოძიება გახდება საჭირო.

„3 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და სრულიად გამოვიდა მწყობრიდან წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში გადის. ხსენებული მონაკვეთის ირგვლივ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები ამერიკის საერთაშორისო განვითარების საგენტოსთან და სხვა დონორებთან. ვინაიდან, წყნეთი-სამადლოს გზის აღნიშნული მონაკვეთი პრობლემურია, მისი აღდგენის საკითხი საფუძვლიან კვლევას მოითხოვს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის აღდგენის შესაძლებლობების შესასწავლად უცხოელი სპეციალისტები მოიწვია, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მგზავრთა უსაფრთხოება. მხოლოდ სრულფასოვანი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე გახდება შესაძლებელი კონკრეტული პროექტის შემუშავება. აღნიშნულის გამო, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დაკონკრეტება, აღდგება წყნეთი-სამადლოს გზის აღნიშნული მონაკვეთი, თუ ალტერნატიული მარშრუტის მოძიება გახდება საჭირო“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები