ტელეწამყვანმა ნიკოლოზ ხაჩიძემ „რუსთავი 2“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებული პოსტით ამცნობს საზოგადოებას.
როგორც ნიკოლოზ ხაჩიძე წერს, გადაცემა „სხვა კითხვების ნიკოლოზისგან“ აღარ გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ასევე, მანვე გადაწყვეტილება მიიღო გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმიდან“ წამოსვლის შესახებ.
ტელეწამყვანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რატომ არ გავიდა „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ახალი ეპიზოდი ეთერში? – ეს ის კითხვაა, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მისვამენ?
მოკლედ, მინდა დავწერო იმაზე, რაც ხდება ახალი ჩემს ცხოვრებაში – არხის გადაწყვეტილებით, “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” აღარ გავა “რუსთავი 2”ის ეთერში.
“ღამის პრაიმ თაიმიდან” წამოსვლის გადაწყვეტილება მე მივიღე, თუმცა ერთი გადაცემის ჩანაწერი გავა, სადაც ვიქნები ? არხიდან წამოვედი, თუმცა ამას განხეთქილება, კონფლიქტი და მსგავსი არაფერი უძღვოდა, ამიტომ სკანდალის მოყვარულებს იმედს გავუცრუებ ?? უბრალოდ, ამ ეტპზე ასე ვარჩიე
დიდი მადლობა Tamar Pkhakadze ?დიდი სიამოვნება იყო შენთან მუშაობა და თანამშრომლობა
ჩემი გადაცემის “ხერხემლებს” უდიდესი მადლობა Maia Gunashvili Tamta Tsurtsumia Tamuna Gomarteli Chele Alex NIkoloz Urushadze PH თორნიკე მერებაშვილი -თქვენს გარეშე არ გამოვიდოდა ისეთი, როგორიც მინდოდა
ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა რჩება “რუსთავი2”-ში, ამიტომ ბევრი წარმატება და დიდი რეიტინგი მათ
აქვე უნდა ვთქვა, მადლობა თქვენ იმ შეფასებებისთვის რასაც “სხვა კითხვების” შესახევ ვისმენდი და აუცილებლად ისევ შევხვდებით“, – წერს ნიკოლოზ ხაჩიძე.