LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Schwartau – გერმანული პრემიუმ ბრენდი 123 წლიანი ისტორიით

402
სგზვ (1)

Schwartau ჯემების, სიროფების, დესერტის სოუსებისა და მარცვლეულის ბატონების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა. ის 1899 წლიდან ქმნის პროდუქტს, რომელიც ათეული წლებია ბაზარზე მოწინავე პოზიციას არ კარგავს და რომელზეც თაობები გაიზარდა. მიზეზი მისი უცვლელი ხარისხი და, რაც მთავარია, უნიკალური გემოა, რომელიც ერთნაირად უყვართ ბავშვებსა და დიდებს.

 

ხილის ცოცხალი გემოები და მრავალფეროვანი დესერტები

Schwartau-ს პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხილის გემოს ინტენსიურობაა, რასაც ის საუკეთესო ხარისხის, ახლად დაკრეფილი და ცოცხალი ხილის გამოყენებით აღწევს. ის თანამშრომლობს სხვადასხვა მომწოდებელთან, რომლებიც მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკებს მისდევენ და ჯანსაღ აგროპროდუქტებს ქმნიან. საბოლოო პროდუქტის შექმნის პროცესი ახლად დაკრეფილი ხილის Schwartau-ს საწარმოში მოხვედრისთანავე იწყება, რათა მან არ დაკარგოს კვებითი ღირებულება და მაქსიმალურად იყოს პროდუქტში შენარჩუნებული ყველა სასარგებლო თვისება. ბრენდის წარმოება სრულად ემყარება ევროკავშირის მიერ მკაცრად განსაზღვრულ სტანდარტებს, რასაც მის მიერ მოპოვებული მრავალი სერტიფიკატიც ადასტურებს. ამასთან ერთად, Schwartau-ს წარმოების ახალი სტანდარტების დამკვიდრებაშიც მიუძღვის წვლილი, რადგან ის პროდუქტის გაუმჯობესებისათვის უწყვეტად მუშაობს ახალ და ინოვაციურ მეთოდებზე.

მუდმივი განვითარების შედეგია ისიც, რომ Schwartau ძველი და საყვარელი გემოების შენარჩუნების პარალელურად, ქმნის ახალ რეცეპტებს და ამრავალფეროვნებს პროდუქციას. გერმანიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დღეს Schwartau-ს არა მხოლოდ ხილის ჯემებით იცნობენ, არამედ ისეთი პროდუქტებითაც, როგორებიცაა შოკოლადის კარაქის სახეობები, დესერტზე მოსასხმელი და ბოსტნეულისგან დამზადებული სოუსები და მარცვლეულის ბატონები.

 

იპოვე შენი ფავორიტი Schwartau-ს პროდუქციაში

წლებია Schwartau-ს იმპორტიორი საქართველოში ევროპროდუქტია, ამიტომ მისი პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტი მის მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი. აქ ნახავთ სხვადასხვა ხილის ჯემებს, შოკოლადის სოუსებს და Schwartau-ს კუთვნილებაში მყოფი ერთ-ერთი ბრენდის, Corny-ს მარცვლეულის ბატონებს. მათ შორის აღმოაჩენთ Protein-ის უშაქრო ბატონებსაც, რომლითაც შეძლებთ ცილისა და ჯანსაღი ტკბილეულის ერთდროულად მიღებას. Schwartau-ს სრული პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ევროპროდუქტის ონლაინ მაღაზიას.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები