LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში რეკორდულად მაღალი, 521 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ – პირველ ადგილზე რუსეთია: იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი

158
1629467118

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ რეკორდულად მაღალი, 521.2 მილიონი აშშ დოლარი (1 მილიარდ 421.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც ბოლო 1 თვეში 316 მილიონი აშშ დოლარზე გადმორიცხეს. ეს არის თანხის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც რუსეთიდან საქართველოში გზავნილების სახით 1 თვეში შემოსულა.

წინა წელთან შედარებით ეს თანხა 819%-ით მეტია, რაც რეკორდულ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება.

მეორე ადგილზე 36 მილიონი დოლარით იტალიაა, მესამეზე კი აშშ 29 მილიონი დოლარით.

შემდეგი ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს, ასე გადანაწილდა:

  • ყირგიზეთი – 20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%
  • საბერძნეთი – 19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%
  • ისრაელი – 17 მილიონი, მატება წინა წელთან 1%
  • გერმანია – 15 მილიონი, მატება წინა წელთან 41%
  • ყაზახეთი – 11 მილიონი, მატება წინა წელთან 14%
  • ესპანეთი – 5 მილიონი, მატება წინა წელთან 3%
  • საფრანგეთი – 4 მილიონი, მატება წინა წელთან 20%

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები