LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, პრემიერო, პრეზიდენტო, უწმინდესო პატრიარქო, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გადასარჩენად – თუ პრეზიდენტი გარდაიცვალა არ არის მოსალოდნელი სტაბილურობა, განვითარება და ღვთის წყალობა: ლადო აფხაზავა

173
Untitled design

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალური ქსელით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართავს, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის გადასარჩენად, რადგან „თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა, არ არის მოსალოდნელი სტაბილურობა, განვითარება და არც ღვთის წყალობა.“.

„ამ დღეებში ყველა დუმილს ირჩევს, მაგრამ ჩემთვის დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. თუნდაც ჩამქოლონ ტროლებმა და ბოტებმა, მე მაინც უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი. ყველა უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას და ამ დროს ქვეყნის რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ.

გთხოვთ, ნუ გაწირავთ ქვეყანას იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მოგანიჭათ მანდატი ქვეყნის მართვის, თან მესამედ.

ნუ გავთელავთ იმ ადამიანების გმირულ საქმეებს, რომლებმაც ქვეყნისთვის სისხლი დაღვარეს.

გთხოვთ, ყველანი დავდგეთ ქვეყნის გვერდით და არა ბრაზისა და შურისძიების მხარეს, რადგან ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრება ქვეყანას არაფერს არგებს.

გთხოვთ, ბატონო პრემიერო, გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, უწმინდესო პატრიარქო, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გადასარჩენად.

და თუ ქვეყნის პრეზიდენტი გარდაიცვალა, შედეგი რა იქნება?

მისი გარდაცვალების შემდეგ არ არის მოსალოდნელი სტაბილურობა, არ არის მოსალოდნელი განვითარება, არ არის მოსალოდნელი ღვთის წყალობაც.

გთხოვთ მაპატიეთ, იქნებ ისე არ ვფიქრობ, როგორც თქვენ.

რა გვაქვს სიყვარულზე მეტი?!“, – წერს ლადო აფხაზავა.

 

ამ დღეებში ყველა დუმილს ირჩევს, მაგრამ ჩემთვის დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. თუნდაც ჩამქოლონ ტროლებმა და ბოტებმა, მე…

Posted by Lado Apkhazava on სამშაბათი, 13 დეკემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები