გასული თვის განმავლობაში საქართველომ $491 მილიონის საქონელი გაიტანა ექსპორტზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი $61 მილიონით (14%-ით) არის გაზრდილი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, ჯამურად, წლის 11 თვის ექსპორტი $5.03 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია.
ექსპორტთან ერთად, გაზრდილია იმპორტიც და მან $1.24 მილიარდი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა $215 მილიონით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 023.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 11 985.9 მლნ. აშშ დოლარი (32.5 პროცენტით მეტი).
„საქსტატის“ ცნობითვე, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 948.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.