LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, რთული იქნება ვთქვათ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდება” – მირიამ ლექსმანი

213
BeFunky-collage - 2022-12-12T234353.428

თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, რთული იქნება ვთქვათ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის წევრები კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მთავრობას ერთ-ერთ პირობად მოსთხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხი გადაჭრას.

“თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში და არსებობს იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ მან მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, რომ ვთქვა რომ ის ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს მას და ამ შემთხვევაში მინდა ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიში წერია, რომ ის აშკარად არის პოლიტიკური პატიმარი და რა საკვირველია ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის და პარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე სიტუაციას გაანალიზებენ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რომელიც ძალიან მძიმედაა, ჩვენ მოვთხოვთ მათ [მთავრობას] როგორც ერთ-ერთ პირობას ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭების ამ ორი საკითხის გადაჭრას”, – აცხადებს ლექსმანი, რომლის თარგმანსაც ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

ამავე თემაზე:

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში: ედუარდ სააკაშვილი

ყოჩაღ, აფერუმ ქალბატონო სანდრა.. კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ხართ ძლიერი ხასიათის ქალბატონი: გუბაზ სანიკიძე

მიუხედავად ყველაფრისა, სანდრა არის მოსიყვარულე თავისი ოჯახის, ქმრის და კარგი დედა.. სანდრასნაირი პირველი ლედი საქართველოს არ ჰყოლია: ნიკოლოზ სააკაშვილი