LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლს ავტომობილს ჩამოართმევენ

114
austria

ავსტრია გეგმავს, რომ სიჩქარის რეჟიმის დამრღვევებისთვის სასჯელი მაქსიმალურად გაამკაცროს. ამიერიდან დადგენილი სიჩქარის რეჟიმის დასახლებულ პუნქტებში 60 კმ/სთ-ით გადაჭარბების, ხოლო დაუსახლებელში 70 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის, კანონდამრღვევს ავტომობილს და მართვის მოწმობას ჩამოართმევენ.

ურჩი მძღოლის ავტომობილს 2 კვირით „დააპატიმრებენ“ და ამ ვადაში პოლიცია დარღვევის საშიშროების დონეს განსაზღვრავს. სიჩქარის განმეორებით გადაჭარბების შემთხვევაში ავტომობილს მაშინვე წაიყვანენ და იგივე წესი იმოქმედებს სიჩქარის 80 და მეტი კმ/სთ-ით გადაჭარბების შემთხვევაში.

სხვა დროს ავტომფლობელს შესაძლოა ავტომობილი დაუბრუნონ კიდეც.

ჩამორთმეულ მანქანას აუქციონზე გაყიდიან : მიღებული თანხის 70% საგზაო უსაფრთხოების ფონდში გადაირიცხება, ხოლო 30% – პოლიციის ადგილობრივ ორგანიზაციას გადაეცემა.

ამ დროისთვის ავსტრიის მაგისტრალების უმრავლესობაზე დაშვებული სიჩქარის რეჟიმი 130 კმ/სთ-ია. ხოლო დასახლებულ პუნქტებში – 50 კმ/სთ.

ხელისუფლების გამოთვლით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ყოველწლიურად 400-450 კანონდამრღვევს დააკავებენ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები