ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, წინადადება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 10 დეკემბერს წერილობითი პროცედურით დაამტკიცეს და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა. დახმარების პაკეტი 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სტრუქტურულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. თანხა, რომელიც უკრაინას 2023 წელს გადაეცემა, 18 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კრედიტებს 10-წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გარე მიზნობრივი შემოწირულებების ხარჯზე საპროცენტო დანახარჯების დიდ ნაწილს დაფარავენ. ამ სესხის გარანტიებს ან ევროკავშირის ბიუჯეტი ან წევრი სახელმწიფოები წარადგენენ.
20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი საქართველოს - რას მოხმარდება ევროპული საბჭოს მიერ გამოყოფილი თანხა
ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა.
ინფორმაციის თანახმად, პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინისთვის მოკლევადიანი ფინანსური დახმარების მიწოდებას, უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას, ომის შემდგომი მყარი აღდგენის მხარდაჭერას და ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის დახმარებას. როგორც ცნობილია, უნგრეთი ევროკავშირის უკრაინისადმი 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის წინააღმდეგ გამოდიოდა. ახლანდელი გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობს, რომ თუ უნგრეთი თავისი ვეტოს ერთგული დარჩება, საკრედიტო გარანტიები არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ წევრი სახელმწიფოების მიერ დაიფარება. თუმცა, უნგრეთს ჯერ კიდევ აქვს დრო ამ პროცესს შეუერთდეს.