LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის შენობის ჩამონგრევის საფრთხე“ – მოსკოვის ოლქში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

152
Untitled design (4)

რუსეთში, მოსკოვის ოლქში ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ „სტროიპარკში“ მდებარე სამშენებლო მასალების საცავს მოედო.

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„ხანძარი სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე გავრცელდა, ხანძრის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. არის ხანძრის მთელს შენობაზე გავრცელების და შენობის ჩამონგრევის საფრთხე“ – აცხადებდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 35 ერთეული ტექნიკა და 110 ადამიანი, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთო.

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, შენობიდან თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები