LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს

164
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მიაღწიოს. მისივე თქმით, ოდესაში, ასევე რეგიონის სხვა ქალაქებსა და რაიონებში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივი აღდგენა.

ზელენსკი ასახელებს იმ ოლქებს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით ასევე რთული ვითარებაა. მისივე თქმით, ესენია: კიევის, ვინიცის, ტერნოპოლის, იმიერკარპატეთის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

„ველაპარაკე პრეზიდენტ მაკრონს. ეს იყო საკმაოდ გრძელი საუბარი, საათზე მეტი და ძალიან ინფორმაციული. თავდაცვა, ენერგეტიკა, ეკონომიკა, დიპლომატია… ვაკოორდინირებთ ნაბიჯებს, ვემზადებით ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად. ამას პრეზიდენტი მაკრონი მხარს უჭერს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისა და თურქეთისთვის, არამედ ის, რაც ნამდვილად გლობალურია. განვიხილეთ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის გაფართოების შესაძლებლობები. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან ერთობლივ ნაბიჯზე უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა ასევე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. საუბრის ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს გაიმართება „დიდი შვიდეულის“ სამიტი, საიდანაც უკრაინას სიახლეები ელოდება. მისივე განცხადებით, ჯო ბაიდენთან საუბრისას იგრძნო, რომ უკრაინული მშვიდობის ფორმულა დადებითად აღიქმება, რაც მას „ოპტიმიზმს მატებს“.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს გაიმართება. სამიტში მონაწილეობას უკრაინაც მიიღებს. ახლა ჩვენ კოორდინირებული გვაქვს ჩვენი პოზიციები ამერიკასთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. იქნება სიახლეები“, – აცხადებს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ რაც უფრო მალე განხორციელდება ფორმულის პუნქტები, მით უფრო ძლიერი იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და მთელი ევროპისთვის.

„უკვე ვიწყებთ მუშაობას გლობალურ სამშვიდობო სამიტზე. ეს არის სამიტი, რომელიც უკრაინის მშვიდობის ფორმულას რეალობად აქცევს“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები