LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის გამარჯვებულია საქართველო! ყველაზე მაგარი გამოსვლა გვქონდა და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ ეს ამბიციური განაცხადია ჩემგან – ნინო ძოწენიძე

970
site_715X400 (17)

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, მარიამ ბიგვავას მესამე ადგილზე გასვლას მომღერალი ნინო ძოწენიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისთვის, საქართველო გამარჯვებულია.

„ჩემთვის გამარჯვებულია საქართველო! ყველაზე მაგარი გამოსვლა გვქონდა და ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ ეს ამბიციური განაცხადია ჩემგან, ან სუბიექტური ვარ, გილოცავთ. თქვენ საუკეთესო გუნდი და უძლიერესები ხართ თქვენს საქმეში და ამას ყოველ წელს ამტკიცებთ“. – წერს ნინო ძოწენიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა. კონკურსანტმა 203 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა 180 ქულით.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა 161 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სომხეთმა უმასპინძლა

ვიდეო: მარიამ ბიგვავას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები