LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს

163
site_715X400 (7)

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ლიდერმა ქალაქ სამსუნში ვიზიტის დრო გააკეთა.

„იმედი მაქვს, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ბოლოჯერ ჩვენი სახელით“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ის ესტაფეტას ახალგაზრდებს გადასცემს.

თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „სამართლიანობა და განვითარება“ თურქეთი მსოფლიო ასპარეზზე წამყვან მოთამაშედ აქცია.

მედიის ცნობით, ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” თურქეთის სათავეში დარჩენას ცდილობს, რომელსაც 2003 წლიდან მართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები