ჯგუფის “მგზავრები” სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა შვილს, ლიზი დედალამაზიშვილს დაბადების დღე განსაკუთრებულ ვითარებაში მიულოცა.
კონცერტის მსვლელობისას, მამამ შვილი სცენაზე აიყვანა და დაბადების დღის სიმღერა მაყურებლებთან ერთად უმღერა.
ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კი გიგის მეუღლემ, მარინა კარპიმ სოციალურ ქსელში ატვირთა და დაწერა, რომ მათი შვილი “არასოდეს დაივიწყებს ამ დღეს”.