LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვირიცხებოდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და მოდით აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა” – ბექა ბასილაია

187
BeFunky-collage - 2022-12-08T235901.461

მე ვირიცხებოდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და მოდით აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა, – აღნიშნულის შესახებ ადვოკატი ბექა ბასილაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს.

ბასილაიას თქმით, დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“[მიმართავს მამუკა მდინარაძეს] მე ვირიცხებოდი უკრაინის შეირაღებული ძალების შემადგენლობაში და მოდით აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა!
ომში მონაწილეობის შესახებ, არაფერი დამიპოსტავს, არც ვაპირებდი, მაგრამ ქართული ოცნების უთვისებო სპიკერების მოღალატეობრივ განცხადებას – უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები მოქალაქეობას დაკარგავენო, პასუხი უნდა გაეცეს.

ფორმალურად, ,,მოქალაქეობის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს. თუმცა ეს ნორმა ავტომატურად ყველა შემთხვევაზე არ ვრცელდება.
აქსიომაა, რომ სამართალი ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე მშრალი სამართლებრივი ნორმები.

დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაუშვებელია, ქართული სამართალი საქართველოს მოქალაქეს ბარიერს უქმნიდეს ჩვენი მოძმე ქვეყნის უკრაინის დახმარებაში.

შესაბამისად, ქართველ მოხალისეთა მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი არც უნდა წამოჭრილიყო.
უკრაინის მიწებზე საქართველოს ბედი წყდება და მასში მონაწილეობის მისაღებად ქართველ მოხალისეს თავდაცვის სამინისტროს ან სუსის ნებართვა არცერთი კანონით ჭირდება.

თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ აქ საქმე იურიდიულ კაზუისტიკაში არ არის.

შეტევა ქართველ მებრძოლებზე, დაქირავებულებად მათი გამოცხადება და მოქალაქეობის დაკარგვის მუქარა ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა.

ღარიბაშვილი, მდინარაძე და სხვები რუსეთის დავალებას ასრულებენ.

ქართველი მებრძოლები, ქართული დანაყოფები მნიშვნელოვან მისიებს ასრულებენ ფრონტის ხაზზე, შიშის ზარს სცემენ რუსულ პოზიციებს. საქართველოს (ვიშის) მთავრობის განცხადებები მიმართულია ჩვენების მორალური დაზიანებისკენ, მაგრამ ფეხებს ვერ მოსჭამენ. ბიჭები ტყვიაზე მიდიან, ჭურვების წვიმის ქვეშ ცხოვრობენ და ღარიბაშვილ-მდინარაძის არაკაცობა ვერაფერს დააკლებს. აი მათ კი როგორ მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, როგორ აგებენ პასუხს ღალატისთვის, ისტორია გვიჩვენებს.

პ.ს. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე საქართველოს შეირაღებული ძალები ?!
ეს ხომ არ არის პარტიული საკითხი, ეს ხომ ღალატია, ღია, გაცხადებული ღალატი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”, – წერს ბექა ბასილაია.

ამავე თემაზე:

„სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“ – ანდრო გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა საქართველოს მოქალაქეობა

ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას გმირებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება თავიანთი სამშობლოსთვის აქვთ მიძღვნილი? – უკრაინაში მებრძოლი ქართველი „ოცნების“ დეპუტატებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები